რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ლევან ცუცქირიძე, სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი ნიდერლანდების ინსტიტუტისა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის. მან ილაპარაკა "დემოკრატიისა და თანასწორობის ფორუმზე", რომელსაც ინსტიტუტი ატარებს და რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებს მიეძღვნება.