მეორე დღეა გორში, მუნიციპალიტეტის შენობაში, კონტროლის პალატის წარმომადგენლები „რესპუბლიკური პარტიის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებს დასაკითხად იბარებენ. პარალელურად, გამგეობის შენობასთან მობილიზებულია დაცვის პოლიცია. დასაკითხ პირებს ერთი და იმავე შინაარსის უწყება მიუვიდათ, სადაც წერია, რომ “საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად.” დაკითხვაზე ძირითადად ის პირები არიან დაბარებულები, ვინც „ქართული ოცნების“ გაზეთებს არიგებდნენ და ბიძინა ივანიშვილისთვის, მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებდნენ. გარდა ამისა, ახსნა-განმარტების მისაცემად ის პირიც დაიბარეს, რომელსაც ადგილობრივი „რესპუბლიკური პარტიისთვის“ ოფისი აქვს მიქირავებული. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლექსო ვალიაურის თქმით, ეს დაკითხვა მხოლოდ მოქალაქეების დაშინებას ემსახურება.
კასპის გამგეობის შენობაში დღეს ადგილობრივი რესპუბლიკელებიც იყვნენ დაბარებულები, თუმცა პარტიის წევრები დაკითხვაზე გამოცხადებას იმ დრომდე არ აპირებენ, ვიდრე წერილობით პასუხს არ მიიღებენ, თუ რის საფუძველზე მოხდა მათი დაბარება. წერილობით პასუხს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებიც ამ დრომდე უშედეგოდ ელიან. გორში პარტიის 8 აქტივისტს მიუვიდა უწყება, მაგრამ მხოლოდ ერთი გამოცხადდა გამგეობაში. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თამაზ შიოშვილის თქმით, დაკითხვა დამამცირებელი იყო.
„ჩვენგან ერთი კაცი იყო მისული. საღამოს შევხვდი იმ ადამიანს და მითხრა, რომ გაატიტვლეს და ასე კითხავდნენ. აიძულებდნენ, რომ დაეწერა, ხელმოწერებს რომ აგროვებდა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით, ფული ავიღეო, მაგრამ არაფერი აუღია და ტყუილად ხომ არ დაიბრალებდა? ერთადერთი მთავარი რაც არის, უნდათ, რომ შიში დათესონ საზოგადოებაში“,– ამბობს თამაზ შიოშვილი.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეებისთვის ახსნა–განმარტების ჩამორთმევის პროცესში არაერთი კანონდარღვევა დაფიქსირდა. მისი თქმით, დაბარებულ ადამიანებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც კითხავენ.
„მთელ რიგ კანონდარღვევებს აქვს ადგილი. ადამიანების დაბარება ხდება იმ ფორმით, რომ მათ ზუსტად არ იციან, რაზე იბარებენ. შესაბამისად, მათი უფლებების განმარტება უნდა მოხდეს, რაც ასევე არ ხორციელდება. შეზღუდულები არიან დაცვის უფლების განხორციელებაში. იყო ფაქტები, როდესაც ადვოკატის გარეშე მოხდა მათი დაკითხვა. თვითონ პირები საუბრობენ იმის შესახებ, რომ არ იციან ვინ ახორციელებს დაკითხვას. აქ არის საუბარი, რომ, კანონის მიხედვით, ახსნა-განმარტება მხოლოდ კონტროლის პალატის თანამშრომელმა უნდა ჩაიბაროს. ზოგ შემთხვევაში, როგორც დაკითხული პირები აცხადებენ, დაკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ხორციელდებოდა, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს“, –აცხადებს ქეთი ბებიაშვილი.
ადგილობრივ გამგეობაში იქ დაწყებულ დაკითხვებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ახსნა-განმარტებისთვის პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა დაბარებას ინფორმაციის დაზუსტების აუცილებლობით ხსნის კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი.
კონტროლის პალატის თავმჯდომარე, საქართველოს რეგიონებში მოქალაქეების მასობრივად დაბარების გამო, საჯარო სხდომაზე მიიწვია ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციამ „ერთობა სამართლიანობისთვის.“ მისი ინფორმაციით, ახსნა-განმარტებისთვის ფინანსური მონიტორინგის სამსახური იბარებს იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც პოლიტიკურ ორგანიზაციებთან არანაირი კავშირი არა აქვთ. საპარლამენტო ფრაქცია ლევან ბეჟაშვილს 20 მარტს ელოდება.