სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1 თებერვალს კახეთის რეგიონიდან დაიწყებს „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ განხორციელებას. ოჯახი, რომელიც 1 მთელ 25 მეასედ მიწის ნაკვეთს ფლობს, მიიღებს 140 ლარიან ბარათს, ის ხვნისთვის არის განკუთვნილი, ხოლო 50 ლარიან ბარათს - სასოფლო-სამეურნეო მასალებისა და ნედლეულის შესაძენად, ანუ, ჯამში, მიიღებს 190 ლარის ღირებულების დახმარებას. ამავე ფართობის მიწის ნაკვეთების დასამუშავებლად 2013 წელს მიღებული თანხა 600 ლარს უტოლდებოდა.
ჩვენ მიერ გამოკითხული ლაგოდეხელები უკმაყოფილონი არიან მხოლოდ იმით, რომ დასახმარებელი თანხის ოდენობამ, გასულ წელთან შედარებით, მკვეთრად დაიკლო:
„დიდი არაფერი დახმარებაა, მაგრამ ცოტას, ალბათ, შეგვეშველება. ცუდი ის არის, რომ შეამცირეს ეს დახმარება, მაგრამ სოფელში ხალხი მაინც ისარგებლებს“.
„სათესლე მასალის შეძენაა საჭირო, ასევე მოხვნა და კულტივაციაა აუცილებელი. ჩემი აზრით, ეს 190 ლარი ამ სამუშაოებს არ ეყოფა. ისიც აღსანიშნავია, რომ მიწის ნაკვეთები შორს გვაქვს და იქ მისასვლელადაც თანხაა საჭირო“.
„ეს თანხა საკმარისი არ არის და გლეხს წელს მიწის დამუშავება გაუჭირდება“.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი დასახმარებელი თანხის ოდენობის შემცირებაზე არაფერს ამბობს. ის მხოლოდ პროექტის დადებით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას. დავით გალეგაშვილის განცხადებით, ამ პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში დახმარებას 97 ათასამდე ბენეფიციარი მიიღებს:
„ჩვენ თებერვლის პირველივე კვირაში შემოვალთ კახეთის რამდენიმე რაიონში. რეგიონში დახმარების მიმღები სულ 97 ათასი ადამიანია. ჯამში, საქართველოში ამ სარგებელს 800 ათასი ფერმერი მიიღებს. შარშან დახმარება გაიცა 710 ათასზე“.
პროექტის მიზანი, როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, მცირემიწიანი ფერმერების საქმიანობის სტიმულირების გაგრძელება და განვითარებად ფერმერულ მეურნეობებად ჩამოყალიბებაა. შიოლაშვილი ამბობს, რომ დაზუსტდა ბენეფიციართა სიები და გასულ წელს დაფიქსირებული ხარვეზები, რის გამოც ზოგმა ოჯახმა დახმარება ვერ მიიღო. წელს მსგავსი რამ აღარ განმეორდება:
„წინა წელს სიებთან დაკავშირებით იყო გაუგებრობები, რის გამოც ზოგმა ოჯახმა ამ პროგრამით ვერ ისარგებლა. წელს ეს ყველაფერი გასწორებულია და ადგილობრივი ხელისუფლებაც ინფორმირებულია. გასული წლის მსგავსი პრობლემები, წესით, აღარ უნდა გვქონდეს“.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა კოღუაშვილი მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს უარყოფითად აფასებს. ექსპერტი ამბობს, რომ მსგავი ფორმით ფულის დარიგება მთავრობის პიარკამპანიას უფრო ჰგავს, ვიდრე გლეხის დახმარების რეალურ საშუალებას.
„ქართველ გლეხს სჭირდება ღონისძიებათა მყარი სისტემა, სადაც იქნება აგრარული პოლიტიკის გრძელვადიანი სტრატეგია. უნდა ვიცოდეთ, რა მოდელის სოფლის მეურნეობა გვინდა, რა გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ! ეს ყველაფერი შესასწავლია სამხარეო ჭრილში. ფულის დარიგება ჩვენ არაფერს მოგვიტანს და უფრო ჰგავს მთავრობის პიარკამპანიას“.
სოფლის მეურნების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 93 პროცენტი 1,25 მეასედ მიწის ნაკვეთს ფლობს, ეს კი 800 ათასამდე ფერმერს შეადგენს. გასული წლისგან განსხვავებით, ფერმერებს თანხას სპეციალურ პლასტიკურ ბარათებზე ჩაურიცხავენ, რომლის განაღდება მხოლოდ სპეციალურად შერჩეულ მაღაზიებში იქნება შესაძლებელი, ანუ ნაღდ თანხას გლეხი ვერ მიიღებს.