19 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი ციმინიტია, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა უმუშევრობის პრობლემაზე და მისი დაძლევის შესაძლო გზებზე. "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) ბოლო გამოკვლევამ აჩვენა, რომ არ იცვლება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თავს უმუშევრად თვლის (ქვეყნის მასშტაბით - 69%). გიორგი ციმინტიამ ილაპარაკა იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს მთავრობამ ეკონომიკის ხელშეწყობისთვის.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1