Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამუშაოები გელათის „იუნესკოს“ ძირითად ნუსხაში დასაბრუნებლად


გელათი
გელათი

„იუნესკოს“ მიერ მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებული გელათის სამონასტრო კომპლექსი მეშვიდე წელია საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაშია. ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ უკვე ჩატარებული სამუშაოს შედეგად, ძეგლი ძირითად ნუსხაში წელს დაბრუნება. ამ მიზნით, პროექტს „გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია“, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ ხელოვნების საერთაშორიო ცენტრი, „საქართველოს მემკვიდრეობა,“ თბილისის სამხატვრო აკადემია და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები. პროექტს აფინანსებენ აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი, მუნიციპალური განვითარების ფონდი და მსოფლიო ბანკი.

XS
SM
MD
LG