Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვების ლოცვა მშვიდობისთვის - შესაძლებელია თუ არა აზროვნების რეკონსტრუქცია


ნანული რამიშვილი და ჯაბა ჩხეტიანი
ნანული რამიშვილი და ჯაბა ჩხეტიანი

ტყვარჩელი იყო ქალაქი, სადაც აფხაზეთის ომის დროს ბრძოლა არ მიმდინარეობდა. 1992 წლის 19 აგვისტოს, ანუ ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ადგილობრივმა მოსახლეობამ, მათ შორის, ეთნიკურმა ქართველებმა და აფხაზებმა ერთობლივი საინიციატივო ჯგუფი შექმნეს. ჯგუფის მიზანი იყო მოლაპარაკებების საფუძველზე თავიდან აერიდებინათ მოსალოდნელი სისხლისღვრა. ამ მიზნით ისინი სამხედრო ხელმძღვანელობასაც შეხვდნენ ოჩამჩირეში, თუმცა შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა. ომის დროს ადგილობრივი მოსახლეობა ერთიანობის შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობდაო,- ჰყვება გადაცემის ერთი რესპონდენტი. ერთმანეთის ჯგუფური დაცვისა და მხარდაჭერის მცდელობები ომმა მაინც ჩაშალა. შესაძლებელია თუ არა აზროვნების რეკონსტრუქცია და რამდენად შესაძლებელია ეს გახდეს კონფლიქტის მოგვარებისთვის ბიძგის მიმცემი - ამ საკითხებზე მსჯელობენ გადაცემის სტუმრები:

ნანული რამიშვილი - ხელმძღვენლი არასამთავრობო ორგანიზაციისა „განათლება და სამყარო“;

ჯაბა ჩხეტიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი.

გადაცემა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

გადაკვეთის წერტილი
please wait

No media source currently available

0:00 0:25:00 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG