Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო: არჩევნები კონკურენტული იყო


ეუთოს შეფასებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნები იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მიმართულებით, მაგრამ მოსაგვარებელი რჩება რამდენიმე საკვანძო საკითხი. ეს შეფასება გამოთქმულია პრესრელიზში, რომელიც დღეს გაავრცელა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, გამოირჩეოდა ამომრჩევლის აქტიურობით მთელი კამპანიის მსვლელობაში, მაგრამ წინასაარჩევნო გარემო რჩებოდა პოლარიზებული და დაძაბული, ძალადობის შემთხვევების თანხლებით.

არჩევნების დღესთან დაკავშირებით, პრესრელიზში ნათქვამია, რომ ის წყნარი და მშვიდობიანი იყო მთელ ქვეყანაში და უცხოელი მეთვალყურეები მთლიანობაში დადებითად აფასებენ არჩევნების დღის პროცესის ყველა ეტაპს.

„მიუხედავად უაღრესად პოლარიზებული კამპანიისა, რომელიც მოიცავდა მძაფრ რიტორიკასა და ხარვეზებს, ქართველმა ხალხმა თავისუფლად გამოხატა თავისი ნება საარჩევნო ყუთებთან“, - ამბობს ეუთოს მოკლევადიანი სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელი, ტონინო პიკულა.
XS
SM
MD
LG