სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში უმრავლესობის მიერ წარდგენილი ერთ-ერთი ცვლილების პროექტი ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების გაუქმებას, რასაც ინიციატორები პარტიების განვითარებისა და გაძლიერების ერთ-ერთ პირობად აცხადებენ. ამგვარ მიდგომას ეწინააღმდეგებიან პოლიტიკოსები და არამხოლოდ. რა არგუმენტები აქვთ ოპონენტებს და რა საფრთხეებს ხედავენ საარჩევნო ბლოკების გაუქმებაში უახლესი ისტორიის გამოცდილებისა და ხელისუფლების მიერ წამოყენებული სხვა ინიციატივების ფონზე - ამ საკითხებზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია ლელა ტალიური, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პროექტის კოორდინატორი, და გიგი ჩიხლაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი იურისტი.