რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ზურაბ გაიპარაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი და "წინანდლის პრემიის" ერთ-ერთი ორგანიზატორი. ზურაბ გაიპარაშვილმა "წინანდლის პრემიის" ისტორია მიმოიხილა და მის წლევანდელ სახეზე ილაპარაკა.