რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო გოგა ხიშტოვანი, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა სამეცნიერო ფორუმზე: „ახალი სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საქართველო 2020“. ეს პირველი სამეცნიერო ფორუმი იყო სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე - „საქართველო 2020“. მასში მონაწილეობდა 14 უცხოელი მკვლევარი, რომლებიც საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებს იკვლევენ.