2 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო "ჰიუმან რაიტს უოჩის" წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, უფლებადამცველი გიორგი გოგია. მან ილაპარაკა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ მის შეყოვნებაზე ბაქოს აეროპორტში. ის 31 საათის განმავლობაში ალოდინეს აეროპორტში, შემდეგ კი ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს და თბილისში გამოაბრუნეს.