ბოსნია-ჰერცეგოვინამ გასულ კვირაში ოფიციალურად წარმოადგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ 15 თებერვალს განაცხადა საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ. თუმცა, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ბალკანეთის ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს წევრი ქვეყნისათვის საჭირო ყველა კრიტერიუმს. ბოსნიის ფედერაციის მეორე სუბიექტმა, ბოსნიის რესპუბლიკა სრპსკამ განაცხადა, რომ მასთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ბოსნიის მთავრობას არ ჰქონია კონსულტაციები იმ კანონმდებლობისა და პოლიტიკის თაობაზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის კავშირში გაწევრიანების მოთხოვნებთან.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1