17 ოქტომბერს, რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მულტიმედიამენეჯერი ბექა წიქარიშვილი. დღეს ლიტერატურის მუზეუმში იმართება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის - “ობიექტი N8” - პრეზენტაცია. ფილმი ასახავს თბილისში მდებარე ყოფილი კარდიოლოგიური ინსტიტუტის შენობაში (ე.წ. მე-8 საავადმყოფო) შეჭრილი, სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ქალების უფლებრივ მდგომარეობას. ფილმის ავტორები არიან ბექა წიქარიშვილი და ვატო ჯორკოშვილი. ბექა წიქარიშვილმა ისაუბრა ფილმის გადაღების პროცესსა და თავად იქ მცხოვრები ადამიანების შესახებ.