რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი. მან ილაპარაკა მის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც აფასებდა 2013 წელს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რის საფუძველზეც მედიას მიენიჭა სასამართლო სხდომის ფოტო-ვიდეო-აუდიოჩაწერის უფლებამოსილება.