„იუვენტუსი“ დიდი ისტორიის და დიდი სევდის კლუბია. ერთ ასეთ ამბავს მოგიყვებით. „იუვენტუსის“ ისტორიაში იყო ფეხბურთელი, ჯიანპიერო ბონიპერტი, რომელსაც გუნდის თითქმის ყველა რეკორდი ეკუთვნოდა. თავიდან ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდად ითვლებოდა. ამბობენ, ახალგაზრდულ გუნდში ერთ თამაშში 11 გოლი გაუტანიაო. მოკლედ, ყველა „იუვენტუსის“ გულშემატკივრისთვის ბონიპერტი იყო და არის ლეგენდა. კარიერის დასრულების შემდეგ ბონიპერტი იუვეში დარჩა და კლუბის ადმინისტრაციაში გააგრძელა მუშაობა. 1993 წელს ბონიპერტიმ ერთი პადოველი ახალგაზრდის თამაში ნახა, მოიხიბლა და გადაწყვიტა ეს ახალგაზრდა გუნდში მიეყვანა.
ახალგაზრდა, რომელზეც ვსაუბრობ, ალესანდრო დელ პიერო იყო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტი მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში. ბონიპერტის საქციელი კი რაღაც ძალიან ღირსეულად მეჩვენებოდა ყოველთვის. ალბათ, არ არის ადვილი შენი ნებით დათმო შენი სტატუსი კლუბის ისტორიაში და ეს გააკეთო მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა შენზე უკეთესად მიგაჩნია. ბონიპერტის ეს ღირსება ყველაზე უკეთ გამოხატავს ტურინის „იუვენტუსს“.
წლების შემდეგ ალესანდრო დელ პიერო ზუსტად ისეთივე ფიგურად იქცა ახალი თაობის ფანებისთვის, როგორიც იყო ჯანპიერო ბონიპერტი 60-იანელებისთვის. დელ პიერომ ყველა რეკორდი მიისაკუთრა, ის გახდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც, სწორედ მან ჩაატარა ყველაზე მეტი მატჩი „იუვენტუსის“ ფორმით და ა.შ., თუმცა ამ რეკორდების მიღმა საერთოდ არაა სიცარიელე, როგორც თანამედროვე ფეხბურთელებს ახასიათებთ ხოლმე. დარწმუნებული ვარ, რომ დელ პიეროს არასდროს უფიქრია რეკორდზე, არასდროს უთამაშია იმ მოტივით, რომ დაემყარებინა რეკორდი. არც დიდად დასწყდება გული იმის გამო, რომ მისთვის არ მიუციათ ოქროს ბურთი და არც შამპუნის რეკლამაში გადაუღიათ. დელ პიერო ცოტა სხვა რამ იყო და დღეს მხოლოდ ამ სხვა რამეზე ვისაუბრებ.
გუშინ ალესანდრო დელ პიეროს დაბადების დღე იყო, დიდი კაპიტნის. მთელი დღე მისი გოლების ყურებაში გავატარე. რამდენჯერმე ვუყურე ალექსის ბოლო გოლს „იუვენტუსის“ სტადიონზე, ატალანტას წინააღმდეგ. როცა კაპიტანმა გაიტანა, მთელმა სტადიონმა გაიხარა, ყველა ფეხზე წამოდგა და ტაშს უკრავდა. მერე ყველაფერი შეიცვალა და ათასობით ადამიანის თვალებზე ცრემლები გამოჩნდა. ყველამ იცოდა, რომ ეს უკანასკნელად ნახეს. როცა ამ მომენტს ვუყურებდი, მეც ვხვდებოდი, რომ ვეღარასდროს ვნახავდი დელ პიეროს გოლს „იუვენტუსის“ მაისურით და მეც ამეტირა. ალბათ, ყოველთვის ყველაზე მეტად ამიტომ მიყვარდა ეს ფეხბურთელი, ის ყველაზე დიდ ემოციას აღმიძრავდა.
დელ პიეროს ფანები ძალიან უყვარდა და ფანებსაც ძალიან უყვარდათ ალექსი, რომელიც ყოველთვის პატივს სცემდა და ახარებდა მათ. მე მგონია, რომ ის საუკეთესო ფეხბურთელია ისტორიაში. სხვათა შორის, ამაში ზინედინ ზიდანიც მეთანხმება, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დელ პიერო საუკეთესოა მათ შორის, ვის გვერდითაც ოდესმე უთამაშია. თუმცა ალექსი ცოტა სხვანაირი ტიპი იყო, ნამდვილი ფეხბურთელი, ნამდვილი გლადიატორი. მედიასთან დიდად არასდროს მეგობრობდა, ამიტომ მისი ცხოვრებისა და მის შესახებ ცოტას თუ წერდნენ, ხოლო როცა წერდნენ , მაშინაც ძალიან ცუდს. თუმცა დელ პიერო იმით არის გამორჩეული, რომ ამ ცუდს არასდროს აქცევდა ყურადღებას, მისი პასუხი მხოლოდ მოედანზე იყო და მოედანზე კი ისეთ რამეს აკეთებდა, რასაც, ალბათ, ვერავინ გააკეთებს. ალბათ, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ახსოვს მისი საფირმო მოძრაობა, როცა ალექსი მარცხნიდან შედის საჯარიმოში ან უახლოვდება საჯარიმოს, წინ ფეხბურთელი უდგას, - შეიძლება, ორიც, - მერე უცებ დელ პიერო ბურთს მარჯვენა ფეხზე ისწორებს, ორ ნაბიჯს დგამს და შორეულ ცხრიანში ურტყამს. მეკარე უძლურია, მცველები - გაოგნებული, და ამ დროს ალექსი უკვე სამხრეთ ტრიბუნისკენ გარბის, სადაც ერთგული გულშემატკივრები ელოდებიან, სადაც ერთგული გულშემატკივრები აფასებენ და ფიქრობენ, რომ ისინი ყველაზე დიდი ტალანტის თამაშს ადევნებენ თვალს.
დელ პიერომ ერთხელ თქვა, მე შუშასავით ვარ, ადვილად მსხვრევადიო. ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ ამან დააკლო ბევრი დელ პიეროს, გაუთავებელმა ტრავმებმა, უფრო სწორად, ერთმა ძალიან მძიმე ტრავმამ, რომლის შემდეგაც თითქმის მთელი სეზონი გაუცდა კაპიტანს. თუმცა მე ამას არ ვეთანხმები. ნებისმიერი დიდი ადამიანის და დიდი ფეხბურთელის ცხოვრება დრამაა, საოცარი დრამა, დიდი მიზნებით, დიდი შესაძლებობებით და, ამასთან, უდიდესი სევდით. გაიხსენეთ რობერტო ბაჯო, მისი აცილებული პენალტი. სულ რამდენიმე დღის წინ დავასრულე ბაჯოს წიგნი. ბაჯო წერდა თავის შეხვედრაზე გურუსთან. ბაჯომ იცოდა, რომ ეს ჩემპიონატი მისთვის საბედისწერო გამოდგებოდა. იცოდა, რომ ზუსტად ამ მუნდიალზე ერთი მომენტი მის ცხოვრებას ბოლომდე შეცვლიდა და მას ან დიდების ზენიტში აიყვანდა, ან ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხელმოცარულად აქცევდა იტალიაში და მსოფლიოში, თუმცა იცოდა, რომ ამ ტვირთით ბოლომდე უნდა ეცხოვრა. მე სწორედ ამიტომ მიყვარს რობერტო ბაჯო, რომ ამ ტვირთით ძალიან ღირსეულად იცხოვრა. მახსოვს რობერტო ბაჯოს ბრეშა, ბაჯოს ჩახვეული კუთხური, მახსოვს სულ ახალგაზრდა პირლო მის გვერდით და ვიცი, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადამიანი იყო, რომელიც ოდესმე მინახავს ან რომლის შესახებაც ოდესმე წამიკითხავს.
სანამ წავიდოდა, დელ პიერომ გამოაქვეყნა წერილი ფანების მიმართ, საოცრად ემოციური ტექსტი, სადაც იხსენებდა რამდენიმე მომენტს თავისი კარიერიდან. ამ წერილის კითხვის დროს ყოველთვის უცნაური შეგრძნება მეუფლება ხოლმე. სულ მგონია, რომ დელ პიერო პირადად ჩემთვის წერს, პირადად ჩემთვის იხსენებს მომენტებს, რომლებსაც ერთ დროს დიდი სიხარული მოუტანიათ ჩემთვის.
აი, ერთი პატარა მონაკვეთი ამ წერილიდან:
„არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე...
გოლი დელ პიეროს სტილში,
გოლი ტოკიოში,
ჩემი ცრემლები,
ენის გამოყოფა „ინტერის“ კარში გოლის შემდეგ,
საგოლე პასის მიცემა დევიდ ტრეზეგესთვის,
ბერლინი,
“სანტიაგო ბერნაბეუს” დადუმება,
704 მატჩი შავ-თეთრ მაისურში,
289 გოლი,
საჯარიმო დარტყმიდან გოლით მოტანილი სკუდეტო...
არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ის, რაც თქვენ ამ 19 წლის განმავლობაში მაჩუქეთ. იყავით ბედნიერები, იცინოდით, მილოცავდით, ტიროდით, ჩხუბობდით, ყვიროდით ჩემთან ერთად. არასდროს იქნება რომელიმე ფერი ჩემთვის ისეთივე ბრწყინვალე, როგორიც შავი და თეთრი. თქვენ ჩემი ოცნება რეალობად აქციეთ. ყველაზე მეტად თქვენთვის მადლობის თქმა მინდა”.
მას შემდეგ, რაც ეს წერილი წავიკითხე, ყოველთვის მინდოდა პასუხი გამეცა მისთვის. ჰოდა, მგონი ახლა ზუსტად ამის დროა:
„არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე...
გოლი „ლაციოს“ კარში, 82-ე წუთზე.
ვიდრე შენი სიტყვები 2006 წელს: „მე „იუვენტუსმა“ მატარა მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, ახლა მე უნდა ვატარო „იუვენტუსი“. მე ვრჩები!“
გოლი „რეალის“ კარში, 2008 წელს.
ჩემი მცდელობა ბავშვობაში, რომ ერთხელ მაინც გამეტანა დელ პიეროს გოლი.
ვიდრე შენ და ტრეზეგე 2005 წელს.
ვიდრე ჩემი მაისური, წარწერით - დელ პიერო.
ყველაზე მეტად შენთვის მადლობის თქმა მინდა. ძალიან მომენატრე, კაპიტანო!“