მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების წარმომადგენლებმა დღეს პირობა დადეს, რომ 550-მდე მილიონ ევროს გაიღებენ ჩერნობილის უსაფრთხოების გასაძლიერებლად - ამ ატომური კატასტროფიდან 25 წლის გასვლის შემდეგ. ეს ფული მოხმარდება დანგრეული რეაქტორის გარშემო მყარი გარსის აგებას და რადიაქტიური ნარჩენების შემნახველი ობიექტის აშენებას. მთლიანად პროექტი 740 მილიონ ევრომდე დაჯდება.
მთავრობები და საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 550-მდე მილიონ ევროს გაიღებენ, რათა უკრაინას ჩერნობილის კატასტროფის შედეგებთან საბრძოლველად დაეხმარონ.
რამდენიმე დღეში - 26 აპრილს - ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ატომური კატასტროფიდან 25 წელიწადი შესრულდება. სწორედ ამ თარიღს ეძღვნება კიევში მიმდინარე საერთაშორისო დონორთა კონფერნცია, სადაც გამოითქვა ეს დაპირება.
მაგრამ დაპირებული თანხა მაინც არ არის საკმარისი. არსებული შეფასებით, დანგრეული რეაქტორის გარშემო მყარი გარსის აგებას და ასევე რადიაქტიური ნარჩენების შემნახველი ობიექტის აშენებას 740 მილიონი ევრო დასჭირდება.
თუმცა კონფერენციის მონაწილეებს შორის მაინც პოზიტიური განწყობა ჭარბობდა.
მთლიანი თანხიდან 110 მილიონი ევროს გაღების დაპირებით ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბაროზუ გამოვიდა ევროკავშირის სახელით და დასძინა, რომ ამას შეიძლება სხვა შენატანებიც მოჰყვეს კავშირის ცალკეული წევრების და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხრიდან.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ კონფერენციის შედეგად დაპირებულ 550 მილიონ ევროს ის „საწყის თანხად“ მიიჩნევს.
მან საერთაშორისო თანამეგობრობას მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ „უკრაინა ამ პრობლემის პირისპირ მარტო არ დატოვეს“. იანუკოვიჩის თქმით, ჩერნობილმა ქვეყანას „ღრმა იარა“ დაუტოვა:
„ჩერნობილის ბირთვული სადგური გასული საუკუნის ბოლოს დაიხურა, მაგრამ ჩერნობილის ისტორიის შედეგების აღმოფხვრა ჯერ ვერ შევძელით. დღეს, ჩვენი ძალების გაერთიანებით, შეგვიძლია ამის გაკეთება, რათა მომავალ თაობებს უფრო უსაფრთხო მსოფლიო დავუტოვოთ.“
ეკონომიკური პრობლემების მქონე რამდენიმე ქვეყანას პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუხდა - მათ შორის, ირლანდიას, ესპანეთს, მექსიკას და იაპონიას. მაგრამ პროექტის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილება გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.
ოცდახუთი წლის განმავლობაში ჩერნობილი უკრაინას ათობით მილიარდი დოლარი დაუჯდა. სამშაბათს კიევმა განაცხადა, რომ ახალი გარსის ასაშენებლად კიდევ 26 მილიონ ევროს გაიღებს.
ჩერნობილის პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უხელმძღვანელებს. ბანკის პრეზიდენტმა, ტომას მიროუმ პროექტის დასრულების ვადებზე ილაპარაკა:
„მოუთმენლად ველით ყველა სახის სამუშაოს დასრულებას 2015 წლისთვის, ანუ ოთხ წელიწადში. მაშინ უკრაინის ხალხს და სხვებსაც ნამდვილად გაუჩნდებათ უსაფრთხოების განცდა და იმის ღრმა რწმენა, რომ მათ დასაცავად ყველაფერი გაკეთდა, რაც კი შესაძლებელი იყო.“
კიევში გამართული კონფერენციის ფონია იაპონიაში შექმნილი ბირთვული კრიზისი - გასულ თვეში მიწისძვრით და ცუნამით დაზიანებულ ფუკუშიმის ატომურ სადგურზე არსებული ვითარება. ჟოზე მანუელ ბაროზუმ ამ საერთო ფონზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, ფუკუშიმის კრიზისი მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს ბირთვული უსაფრთხოების დაცვის სასიცოცხლო მნიშვნელობასო: „უკან დაბრუნება და მომხდარის არდაშვება არ შეგვიძლია - ისევე, როგორც არ შეგვიძლია იმ ადამიანური ტანჯვის განეიტრალება, რომელიც ამან გამოიწვია. მაგრამ ჩვენს ძალებშია იმის უზრუნველყოფა, რომ ჩერნობილის გრძელვადიან მემკვიდრეობად რეგიონისა და ყველა ჩვენგანისთვის უფრო უსაფრთხო მომავალი იქცეს.“
უკრაინაში ამ კონფერენციით იწყება 1986 წლის აპრილში მომხდარი კატასტროფის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული.
ჩერნობილის ნომერ მეოთხე რეაქტორზე მომხდარ ხანძარს და აფეთქებას მალევე ემსხვერპლა ათობით პირი, რადიაციასთან დაკავშირებული დაავადებებით კი შემდგომში ათასობით ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა კვლავ უცნობია.

ჩერნობილის ისტორიის შედეგების აღმოფხვრა ჯერ ვერ შევძელით. დღეს, ჩვენი ძალების გაერთიანებით, შეგვიძლია ამის გაკეთება...
თუმცა კონფერენციის მონაწილეებს შორის მაინც პოზიტიური განწყობა ჭარბობდა.
მთლიანი თანხიდან 110 მილიონი ევროს გაღების დაპირებით ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბაროზუ გამოვიდა ევროკავშირის სახელით და დასძინა, რომ ამას შეიძლება სხვა შენატანებიც მოჰყვეს კავშირის ცალკეული წევრების და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხრიდან.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ კონფერენციის შედეგად დაპირებულ 550 მილიონ ევროს ის „საწყის თანხად“ მიიჩნევს.
მან საერთაშორისო თანამეგობრობას მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ „უკრაინა ამ პრობლემის პირისპირ მარტო არ დატოვეს“. იანუკოვიჩის თქმით, ჩერნობილმა ქვეყანას „ღრმა იარა“ დაუტოვა:
„ჩერნობილის ბირთვული სადგური გასული საუკუნის ბოლოს დაიხურა, მაგრამ ჩერნობილის ისტორიის შედეგების აღმოფხვრა ჯერ ვერ შევძელით. დღეს, ჩვენი ძალების გაერთიანებით, შეგვიძლია ამის გაკეთება, რათა მომავალ თაობებს უფრო უსაფრთხო მსოფლიო დავუტოვოთ.“
ეკონომიკური პრობლემების მქონე რამდენიმე ქვეყანას პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუხდა - მათ შორის, ირლანდიას, ესპანეთს, მექსიკას და იაპონიას. მაგრამ პროექტის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილება გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.
მოუთმენლად ველით ყველა სახის სამუშაოს დასრულებას 2015 წლისთვის, ანუ ოთხ წელიწადში...