საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს შეერთებული შტატების სენატორთა დელეგაცია. 4 რესპუბლიკელი სენატორი - ჯონ კაილი, ჯეფ სეშენი, მაიკ კროპო და რონ ჯონსონი - საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ვიზიტი სენატორების აღმოსავლეთ ევროპული ტურნეს ნაწილია, ვიზიტის მიზანი კი იმის გაგებაა, თუ როგორ იმოქმედა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ რუსეთთან წარმოებულმა ”გადატვირთვის პოლიტიკამ” აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის მოკავშირეების უსაფრთხოებაზე.
4 რესპუბლიკელი სენატორის სამუშაო განრიგის მიხედვით, შეხვედრები შედგა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, პარლამენტის წევრებთან, უშიშროების საბჭოს მდივანსა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მათ შორის, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერებთან. დაგეგმილია ასევე შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და შემდეგ გამგზავრება საოკუპაციო ხაზის მოსანახულებლად.
სენატორები საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდნენ და, აღმოსავლეთ ევროპაში ტურნეს ფარგლებში, ბალტიის სამ ქვეყანაშიც ჩავლენ. როგორც სენატორმა ჯონ კაილიმ უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათი ვიზიტის მიზანია საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეებისათვის მხარდაჭერა და ამ მხარდაჭერის გზების მოძიება.
როგორც უკვე ითქვა, ტურნეს ერთ-ერთი მიზანი შეერთებული შტატების ადმინისტრაციის რუსეთთან ”გადატვირთვის პოლიტიკის” გავლენის შეფასებაცაა, ანუ შეფასება იმისა, თუ რა გავლენას ახდენს შეერთებული შტატების პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოებაზე „გადატვირთვის პოლიტიკა“. როგორც ცნობილია, რესპუბლიკელი სენატორი ჯონ კაილი ამ პოლიტიკას, რბილად რომ ვთქვათ, არ ემხრობა, თუმცა საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ხმამაღლა არ აკრიტიკებს. კითხვაზე, თუ რა გავლენას ახდენს „გადატვირთვის პოლიტიკა“ საქართველოზე, ჯონ კაილი ორაზროვნად პასუხობს:
”საქართველო მაგალითია ქვეყნისა, რომელიც ვითარდება დემოკრატიულად, რომელიც ავითარებს ეკონომიკას და ხდება სხვა ქვეყნების პარტნიორი, მათ შორის, შეერთებული შტატების, და მაგალითი, რომელიც, ჩემი აზრით, გასათვალისწინებელია, ის არის, რომ თუ ქვეყანას სურს შეინარჩუნოს თავისუფლება, რომელიც აქვს, და გააუმჯობესოს ადამიანების მდგომარეობა, ის ამას შეძლებს. მაგრამ, ალბათ, არსებობს საკითხები, რომლებზეც საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ.”
მეორე საკითხი, რომელიც ასევე რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ კაილის ინტერესს წარმოადგენს, ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების ელემენტთა განლაგების შესაძლებლობა. ამ საკითხით მან 3 თებერვალს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს რობერტ გეიტსაც მიმართა. ჯონ კაილი ამბობს, რომ ეს საკითხი საქართველოშიც განიხილეს:
”შეერთებული შტატები საქართველოს რეალურ პარტნიორად განიხილავს და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში მომავალში ძალიან მჭიდრო პარტნიორობად იქცევა და... დიახ, ეს საკითხი განხილული იყო.”
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია განმარტავს, რომ საქართველო მზადაა ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი კუთხით, თუ ეს გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას, დანარჩენი დეტალები კი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საგანია:
”საქართველო, ბუნებრივია, მზად არის ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას უსაფრთხოებისთვის, საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში გააძლიერებს, იყოს პარტნიორი შეერთებული შტატების. ეს ეხება მთელ რიგ საკითხებს და ამ საკითხებზე ჩვენ გვქონდა საუბარი. ამაზე უფრო მეტს საქართველოს ხელისუფლება ვერ იტყვის, იმიტომ რომ, ბუნებრივია, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გადაწყვეტილება. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიც არის ავღანეთი, და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომ ყველა მიმართულებით ჩვენს მთავარ პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან ერთად უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.”
რაც შეეხება „გადატვირთვის პოლიტიკას“, გიგა ბოკერია ამბობს, რომ მიესალმება ნებისმიერ მცდელობას, - მათ შორის, შეერთებული შტატებისას, - თუ ის რუსეთს ცივილიზებულ სამყაროსთან დააახლოებს. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა კი რადიო თავისუფლებას სენატორებთან შეხვედრის დაწყებამდე უთხრა, რუსეთთან „გადატვირთვის პოლიტიკის“ შედეგები საქართველოს ჯერ არ უგრძვნიაო:
”სწორედ „გადატვირთვის პოლიტიკის“ სიკეთეები რუსეთის მხრიდან ჯერ არ გვიგრძნია. ეს უკავშირდება, უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულებას, ეს უკავშირდება დევნილების უპირობო დაბრუნებას და ეთნიკური წმენდის შედეგების ლიკვიდაციას და რუსეთის თანადგომას ამ საკითხებში, რაც ჯერჯერობით ნამდვილად არ ჩანს, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.”
სენატორებთან პარლამენტში შეხვედრის შემდეგ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა გვითხრა, რომ სენატორებმა ანტისარაკეტო სისტემების განთავსების შესაძლებლობის საკითხი დასვეს, მაგრამ დეტალურად არ განუხილავთ; სამაგიეროდ, საქართველოს მხრიდან დეპუტატების მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტები მოისმინეს:
”პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხოების საკითხი, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის საკითხი და რუსული სამხედრო ყოფნის პრაქტიკულად ყოველკვირეული ზრდა და ის საფრთხე, რომელიც მომდინარეობს ამ ტერიტორიებიდან... და ჩვენ ვისაუბრეთ ისევ და ისევ საქართველოს ნატოში ინტეგრაციასა და ამ ინტეგრაციის დინამიკაზე.”
4 რესპუბლიკელი სენატორი საქართველოს 19 აპრილს დატოვებს და ბალტიის ქვეყნებში გაემგზავრება.