Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პროკურორმა გასცა მუბარაქის დაპატიმრების ბრძანება


ეგვიპტის პროკურორმა ყოფილი პრეზიდენტის - ჰოსნი მუბარაქის 15 დღით დაპატიმრების ბრძანება გასცა. ეგვიპტის ხელისუფლება იძიებს ყოფილი რეჟიმის კორუფციულ საქმიანობას. მუბარაქი საავადმყოფოშია სამშაბათის გულის შეტევის გამო. დღეს მუბარაქის ორი ვაჟი დაკითხეს და 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს თანხის მითვისებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ჰოსნი მუბარაქი 11 თებერვალს გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან. ვარაუდობენ, რომ 15 დღიანი პატიმრობის პერიოდში მუბარაქი შარმ ელ-შეიხის საავადმყოფოში დარჩება. მუბარაქს, მის ვაჟებსა და მათ მეუღლეებს აკრძალული აქვთ ქვეყნის დატოვება, მათი ქონება დაყადაღებულია.
XS
SM
MD
LG