კალიფორნიის უნივერსიტეტის პროექტი ”ქართულ-აფხაზური დიალოგები” შეჩერებულია. პროექტის კოორდინატორი, ამერიკელი კონფლიქტოლოგი პოლა გარბი ამბობს, რომ ამ შეხვედრების მოსაწყობად ფინანსები ამოწურულია, თუმცა იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები კვლავაც დაინტერესდებიან ქართველი და აფხაზი არასამთავრობოების შეხვედრებით. პოლა გარბიმ ახლახან თბილისსა და სოხუმში იმოგზაურა. იგი ქართულ-აფხაზური დიალოგების ამსახველი რიგით მე-15 წიგნის პრეზენტაციას დაესწრო.
ამ სერიის, ”ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ასპექტების”, მე-15 წიგნის პრეზენტაციას წინ უძღოდა კიდევ ერთი პრეზენტაცია: იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის - ”სინერგიას” - კოორდინატორმა ნინო კალანდარიშვილმა წარმოადგინა კვლევა, რომელიც დევნილთა ინტეგრაციას ეძღვნება.
თუმცა ეს კვლევა მხოლოდ ინტეგრაციის პროცესებს არ ასახავს. გამოკითხვაში კარგად ჩანს ისიც, რომ აფხაზეთიდან დევნილთა აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ სახლებში დაბრუნების მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან გზას აღიარებს და არ გამოხატავს აფხაზების მიმართ აგრესიას. აგრესია უფრო მეტად საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოიხატება.
ნინო კალანდარიშვილმა გვითხრა, რომ მისთვის უცხოა ასეთი ხასიათის ადრე ჩატარებული კვლევა, რაც შედარების საშუალებას მოგვცემდა, თუმცა, სავარაუდოდ, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში აგრესიის მუხტი უნდა შესუსტებულიყო. შესაძლებელია ამაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის „ქართულ-აფხაზურ დიალოგებს“, პროექტს, რომელსაც კალიფორნიის უნივერსიტეტი, პოლა გარბი, პაატა ზაქარეიშვილი, არდა ინალ-იფა და სხვები 1997 წლიდან ახორციელებენ. იმ დროიდან თბილისის და სოხუმის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრები ყოველწლიურად იმართებოდა განსხვავებულ თემებზე და ყველა შეხვედრა აისახებოდა წიგნში, რომელშიც, თავის მხრივ, სრული სახით იყო დაბეჭდილი კონფერენციის სტენოგრამა - მომხსენებელთა გამოსვლები და დისკუსია. ფაქტობრივად, ესაა ომის შემდგომი ისტორია ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისა. 2004 წელს პროექტს შეუერთდნენ სხვა ორგანიზაციებიც, მათ შორის, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, რამაც უფრო მასშტაბური შეხვედრების მოწყობის საშუალება შექმნა. 2008 წელს, მაგალითად, სტამბულში შედგა შეხვედრა, რომელიც დევნილების თემას მიეძღვნა.
წინა შეხვედრების ამსახველი წიგნებისგან განსხვავებით, კრებულში, რომელიც ბოლოსწინად ითვლება (ამის მერე გამოვა კიდევ ერთი წიგნი და პროექტი დაიხურებაო, გვითხრა პაატა ზაქარეიშვილმა), ფართოდააა ჩართული არა მარტო ქართველი და აფხაზი, არამედ სერბი, ბოსნიელი ექსპერტების მოხსენებები. სტამბულის კონფერენციაზე იმსჯელეს დევნილთა დაბრუნების პრობლემებზე, ინტეგრაციის სტრატეგიაზე, დევნილის სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე დაბრუნების უფლების წინააღმდეგ. თანაც, ყველა პოზიცია იყო გათვალისწინებული - საქართველოს მხარის, აფხაზური მხარის, მსოფლიო თანამეგობრობის... გათვალისწინებული იყო დევნილების დაბრუნების საერთაშორისო გამოცდილებაც... ამ თვალისიზრისით, ეს კრებული სახელმძღვანელოდაც კი შეიძლება მივიჩნიოთ კონფლიქტოლოგიაში. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ სტამბულის ეს შეხვედრა 2008 წლის ივნისში მოეწყო. ორი თვის შემდეგ საქართველოში ახალი ომი დაიწყო და რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.