ტარიფები არ გავრცელდება, მათ შორის, ნახევარგამტარებზე, მზის ბატარეებზე, ბრტყელ სატელევიზიო ეკრანებზე, ფლეშ ბარათებზე და მეხსიერების ბარათებზე - ნათქვამია აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის ახალ განკარგულებაში.
ამ ინსტრუქციას, რომელიც ამერიკაში პარასკევს ღამით გამოჩნდა, წინ უძღოდა ტრამპის მიერ თვის დასაწყისში ჩინეთის პროდუქტებზე 145%-იანი ტარიფების დაწესება. ეს დიდი ზარალით ემუქრებოდა ამერიკის ტექნოლოგიურ გიგანტებს, რომლებიც პროდუქციის დიდ ნაწილს ჩინეთში აწარმოებენ. ზოგიერთი შეფასებით, ტარიფების ძალაში შესვლის შემდეგ ახალი “აიფონის” და სხვა ელექტრონული პროდუქციის ფასი ამერიკაში შეიძლება სამჯერ გაზრდილიყო.
ფორუმი