Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 2029 წლამდე 11 მილიარდ ევროს დახარჯავს

გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 2029 წლამდე 11 მილიარდ ევროს დახარჯავს


მარცხნიდან მარჯვნივ, გერმანიის, უკრაინის და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრები ბორის პისტორიუსი, რუსტემ უმეროვი და ჯონ ჰილი. ბრიუსელი, 2025 წლის 11 აპრილი
მარცხნიდან მარჯვნივ, გერმანიის, უკრაინის და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრები ბორის პისტორიუსი, რუსტემ უმეროვი და ჯონ ჰილი. ბრიუსელი, 2025 წლის 11 აპრილი

გერმანია განაგრძობს უკრაინის სამხედრო დახმარებას და ამ მიზნით 2029 წლამდე 11 მილიარდ ევროს დახარჯავს.

ბრიუსელში, უკრაინის მხარდამჭერი საკონტაქტო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ უკრაინა წელსვე მიიღებს სამხედრო დახმარების მსხვილ პარტიას.

გერმანია აპირებს უკრაინას გადასცეს საჰაერო თავდაცვის 4 სისტემა IRIS-T, 300 მართვადი რაკეტა, 25 ჯავშანმანქანა Marder, 15 ტანკი Leopard 1A5, რადარები, მზვერავი დრონები, 100 000 საარტილერიო ჭურვი, 30 რაკეტა სისტემა Patriot-ისთვის და სხვა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ მადლობას უხდის გერმანიას და მინისტრ პისტორიუსს დღევანდელი განცხადებისთვის 2029 წლამდე უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 11 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ.

უმეროვის თანახმად, უკვე წელს მისაღები შეიარაღება უკრაინას დაეხმარება საკუთარი ცის დაცვაში და ბრძოლის ველზე პოზიციებს გაუძლიერებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა დიდ ბრიტანეთსაც, რომელმაც დღეს გამოაცხადა, რომ ნორვეგიასთან ერთად უკრაინას გაუწევს 450 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG