Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთში აპირებენ სასულიერო პირებს ვეტერანის სტატუსი მიანიჭონ

რუსეთში აპირებენ სასულიერო პირებს ვეტერანის სტატუსი მიანიჭონ


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. მღვდელი ანექსირებულ სევასტოპოლში აკურთხებს უკრაინასთან საომრად მობილიზებულ რუს სამხედროებს. 2022 წლის სექტემბერი
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. მღვდელი ანექსირებულ სევასტოპოლში აკურთხებს უკრაინასთან საომრად მობილიზებულ რუს სამხედროებს. 2022 წლის სექტემბერი

რუსეთის ხელისუფლება აპირებს, „საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის“ სტატუსი მიანიჭოს მღვდლებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართულ სამხედრო ნაწილებში იმყოფებიან.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, შესაბამისი კანონპროექტი დუმას დღეს, 7 აპრილს, წარედგინა. ინიციატორია დუმის დეპუტატთა ჯგუფი, რომელსაც სახელმწიფოს მშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარე პაველ კრაშენინიკოვი ხელმძღვანელობს.

კანონპროექტის თანახმად, „საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის“ სტატუსი უნდა ჰქონდეთ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც „თავის სულიერ ვალს იხდიან სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე სამხედრო ნაწილებში“.

რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვლიდან დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG