Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ირანის არმია გაძლიერებულ საომარ მზადყოფნაშია მოყვანილი - Reuters

ირანის არმია გაძლიერებულ საომარ მზადყოფნაშია მოყვანილი - Reuters


ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გამოსვლა ირანის მთავრობის წარმომადგენლების წინაშე. თეირანი, 8 მარტი, 2025.
ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გამოსვლა ირანის მთავრობის წარმომადგენლების წინაშე. თეირანი, 8 მარტი, 2025.

ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალები გაძლიერებულ საომარ მზადყოფნაში მას შემდეგ მოიყვანა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვით დაემუქრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ირანის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მარტის ბოლოს ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ვაშინგტონი და თეირანი ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, შეერთებული შტატები ირანს დაარტყამს. წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ამ ფონზე ირანმა უარყო ტრამპის მოთხოვნა პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ, მაგრამ სურს, გააგრძელოს ომანის შუამავლობით არაპირდაპირი მოლაპარაკებები.

წყაროს თანახმად, ირანმა ერაყში, ქუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კატარში, თურქეთსა და ბაჰრეინში გაგზავნა შეტყობინებები, რომლებშიც ნათქვამია, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმის ნებისმიერი მხარდაჭერა, მათ შორის ვაშინგტონისთვის საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის დათმობა, ჩაითვლება "მტრულ აქტად." ირანის გზავნილში ასევე ნათქვამია, რომ ასეთ ქმედებას "სერიოზული შედეგები მოჰყვება."

მარტის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხამენეის მისწერა წერილი, რომელშიც თეირანს მოუწოდა, შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა. „ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ კიდევ ერთმა ქვეყანამ შეიძინოს ბირთვული იარაღი, - თქვა ტრამპმა, - მე დავწერე, რომ მოლაპარაკებების იმედი მაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს მივმართოთ სამხედრო ძალას და ეს საშინელება იქნება".



ფორუმი

XS
SM
MD
LG