Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ბრიტანული Land Rover-ი დროებით წყვეტს აშშ-სთვის ავტომობილების მიწოდებას - მიზეზი ახალი ტარიფებია

ბრიტანული Land Rover-ი დროებით წყვეტს აშშ-სთვის ავტომობილების მიწოდებას - მიზეზი ახალი ტარიფებია


ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან აშშ-ში ავტომობილების ექსპორტისას 25%-იანი ტარიფი ამოქმედდა.
ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან აშშ-ში ავტომობილების ექსპორტისას 25%-იანი ტარიფი ამოქმედდა.

ბრიტანული ავტომწარმოებელი Land Rover-ი ერთი თვით აჩერებს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საკუთარი პროდუქციის მიწოდებას - გადაწყვეტილების მიზეზი დონალდ ტრამპის მიერ 3 აპრილს გამოცხადებული ახალი ტარიფებია, რომელმაც მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია საფონდო ბირჟებზე.

პრეზიდენტ ტრამპის მიზანია, რომ აღადგინოს აშშ-ის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის, შესაძლებლობები და შეამციროს სავაჭრო დეფიციტი. ახალი პოლიტიკის მიხედვით, ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან აშშ-ში ავტომობილების ექსპორტისას 25%-იანი ტარიფი ამოქმედდა.

"აშშ მნიშვნელოვანი ბაზარია ძვირადღირებული ბრენდებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ბიზნესპარტნიორებთან ახალი სავაჭრო პირობების გადასაჭრელად და შუალედური და გრძელვადიანი გეგმების დასახვისას გვიწევს მოკლევადიანი ქმედებებიც, როგორიცაა აპრილში მიწოდების შეჩერება" - უთხრა კომპანიის სპიკერმა CNN-ს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG