Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ქალაქ დნეპრში მანქანის აფეთქების შედეგად ადგილობრივი ადმინისტრაციის ოფიციალური პირი დაიღუპა

ქალაქ დნეპრში მანქანის აფეთქების შედეგად ადგილობრივი ადმინისტრაციის ოფიციალური პირი დაიღუპა


აფეთქებული მანქანა ქალაქ დნეპრში. 4 აპრილი, 2025 წელი
აფეთქებული მანქანა ქალაქ დნეპრში. 4 აპრილი, 2025 წელი

ქალაქ დნეპრში მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა ქალაქის მარცხენა სანაპიროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იური ფედკო.
მანქანა, რომელშიც ფედკო და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ, ხუთშაბათს დილით აფეთქდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძიმე მდგომარეობაში მყოფი იური ფედკო რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პროკურატურამ ტერაქტის მუხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე. გავრცელებული ინფორმაციით, საქმის გამოსაძიებლად შეიქმნა ერთობლივი საგამოძიებო კომისია ყველა სამართალდამცავი ორგანოს მონაწილეობით.

გამომძიებლები განიხილავენ სამ ვერსიას: რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შეკვეთილი დანაშაული სახელმწიფოში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით, მტრული ურთიერთობა მსხვერპლსა და სავარაუდო დანაშაულებრივ ჯგუფს შორის და მსხვერპლის პროფესიული საქმიანობა.

წინა დღით ორი ადამიანი დაიღუპა კიევის ერთ-ერთ ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG