Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ორი ადამიანი დაიღუპა კიევის ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად

ორი ადამიანი დაიღუპა კიევის ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად


საილუსტრაციო ფოტო: ქალაქ კიევის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საეჭვო ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ, არ შეეხონ მათ და მაშველებს დაუკავშირდნენ
საილუსტრაციო ფოტო: ქალაქ კიევის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საეჭვო ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ, არ შეეხონ მათ და მაშველებს დაუკავშირდნენ

ორი ადამიანი დაიღუპა 3 აპრილს კიევის დესნიანსკის რაიონში მდებარე ბაზარში ყუმბარის აფეთქების შედეგად.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ შენობაში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოჩნდა, 59 და 60 წლის ორი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.

კიევის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციამ ადრე განაცხადა, რომ აფეთქება ბაზარ "იუნოსტში" მდებარე ერთ-ერთ ჯიხურში მოხდა.

დესნიანსკის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლებმა ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მუხლებით: "განზრახ მკვლელობა" და "იარაღის, საბრძოლო მასალის ან ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო მართვა." პოლიცია სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს.

ქალაქ კიევის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საეჭვო ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ, არ შეეხონ მათ და მაშველებს დაუკავშირდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG