Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ხუთამდე გაიზარდა ხარკოვზე დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

ხუთამდე გაიზარდა ხარკოვზე დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


რუსული დრონით დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი ხარკოვში. 2025 წლის 4 აპრილი
რუსული დრონით დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი ხარკოვში. 2025 წლის 4 აპრილი

ხარკოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა 88 წლის კაცი, რომელიც მძიმედ დაშავდა საცხოვრებელ კორპუსზე რუსული დრონით დარტყმის შედეგად. ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება.

მანამდე დადასტურებული იყო ოთხი ადამიანის სიკვდილი. ხარკოვზე დრონებით შეტევის შედეგად დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.

საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, გასულ ღამით ერთ-ერთი დრონი მოხვდა ორსართულიან სახლს, რომლის ერთი სადარბაზო მთლიანად დაინგრა. დაზიანებულია 30-მდე მრავალსართულიანი სახლიც.

გასულ ღამით დრონებით შეტევა იყო კიევისა და ზაპოროჟიეს ოლქებზეც, სადაც, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 4 აპრილს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, გასული საღამოდან დღეს დილამდე რუსეთმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 78 დრონი.

სარდლობის თანახმად, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 42 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს უკრაინის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში, ხოლო 22 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG