Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთიდან 100-ზე მეტი დრონით შეტევისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

რუსეთიდან 100-ზე მეტი დრონით შეტევისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან


ფოტო არქივიდან. დრონით შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი მოსკოვში. 2025 წლის 11 მარტი
ფოტო არქივიდან. დრონით შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი მოსკოვში. 2025 წლის 11 მარტი

რუსეთის ხელისუფლება უკრაინული დრონებით მორიგი შეტევისა და მსხვერპლის შესახებ იუწყება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 4 აპრილს, გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, გასული ღამიდან დღეს დილამდე საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 107 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 34 - კურსკის ოლქში, 30 - ორიოლის ოლქში, 18 - ლიპეცკში, 7 - კალუგის ოლქში, 4-4 - როსტოვის ოლქსა და აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე, 3-3 - ტამბოვის და მოსკოვის ოლქებში, 2 - ბრიანსკში, 1 - ვორონეჟის ოლქში და 1 - ტულაში.

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის ტელეგრამ არხზე 04:00 საათისთვის გამოქვეყნებული ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვში დაზიანებულია რამდენიმე სახლი. ლიპეცკის და ტამბოვის ოლქების გუბერნატორების თანახმად, დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი და გაზსადენი.

გასულ ღამით დრონებით შეტევა იყო უკრაინაზეც. დანგრეული და დაზიანებულია სახლები. ქალაქ ხარკოვში დაიღუპა, სულ მცირე, 4 ადამიანი და 35 დაიჭრა.

ორი ადამიანი დაშავდა კიევის ოლქში და ერთი - ზაპოროჟიეს ოლქში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG