სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, რომელსაც რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით ისევ შეუტიეს უპილოტო საფრენი აპარატებით.
საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთი დრონი მოხვდა ორსართულიან სახლს, რომლის ერთი სადარბაზო მთლიანად დაინგრა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, დრონებით ექვსი დარტყმა იყო ქალაქ ხარკოვის ნოვობავარის რაიონზე. დაზიანებულია 30-მდე მრავალსართულიანი სახლიც.
განახლება: დღეს, 4 აპრილს, დილით მაშველებმა ხარკოვში, სახლის ნანგრევებში, იპოვეს კიდევ ერთი ცხედარი. დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, დილის მონაცემებით დაშავებულია 35 ადამიანი.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ზაპოროჟიეს ოლქზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.
გასულ ღამით, რუსეთის ჯარებმა დრონებით შეუტიეს კიევის ოლქსაც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ბროვარის რაიონში ორი ადამიანი დაშავდა. ორ ადგილზე ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია ოცზე მეტი ავტომობილი.
ფორუმი