Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
თაღლითობისთვის დაკავებულია პირი, რომელმაც სუროგაციის გზით შვილის ყოლის მსურველ წყვილს დიდი ოდენობის თანხა მოტყუებით გამოართვა

თაღლითობისთვის დაკავებულია პირი, რომელმაც სუროგაციის გზით შვილის ყოლის მსურველ წყვილს დიდი ოდენობის თანხა მოტყუებით გამოართვა


შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას თაღლითობის ბრალდებით დაკავებული 34 წლის ა.კ.-ს შესახებ, რომელმაც სუროგაციის გზით შვილის ყოლის მსურველ წყვილს დიდი ოდენობით თანხა მოტყუებით გამოართვა.

გამოძიების მიხედვით, წყვილი დაუკავშირდა ნაცნობს, რომელმაც დაარწმუნა, რომ მოიძია ორი სუროგატი დედა, რომლებიც მზად იყვნენ, მათთვის ბავშვები გაეჩინათ.

"ბრალდებულმა ისარგებლა მათი ნდობით, დაარწმუნა რომ დაიბადნენ მდედრობითი სქესის ახალშობილები, რომლებსაც შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც დამატებით, მათი მკურნალობის მიზნით, თანხა იყო საჭირო. ზარალმა ჯამში 310 ათასი ლარი და 15 ათასი აშშ დოლარი შეადგინა", - ნათქვამია პრესრელიზში. დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღეს საქართველო სუროგაციის მიმართ ე.წ. მეგობრულად განწყობილ ქვეყნებში შედის. საქართველოში სუროგაციის პროგრამით სარგებლობენ წყვილები ევროპიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აშშ-დან, ავსტრალიასა და კანადიდან.

სუროგაციით დაბადებული ბავშვების სტატისტიკა ბოლო 6 წელში - 2019-2024 წლებში - ასე გამოიყურება:

  • 2019 - 601;
  • 2020 - 817;
  • 2021 - 310;
  • 2022 - 833;
  • 2023 - 1172;
  • 2024 - 941.

ფორუმი

XS
SM
MD
LG