„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ამ კვირაში პარლამენტის მიერ მიღებული შემზღუდველი კანონებითა და რეგულაციებით, რაც აძლიერებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, თანასწორობისა და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის რისკებს და ახშობს პოლიტიკურ პლურალიზმს“, - აცხადებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ვალდებულებები“, - წერია OHCHR-ის მიერ 3 აპრილს X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართულის ოცნების“ პარლამენტმა 1 აპრილს მიიღო მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შემზღუდავი რამდენიმე კანონი, მათ შორის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“.
კანონებს ამავე პარტიის არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა იმავე დღეს მოაწერა ხელი.
2 აპრილს კანონები და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა გააკრიტიკეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა და განაცხადეს:
„აუცილებელია, შეწყდეს ძალადობა მოქალაქეების წინააღმდეგ, გათავისუფლდეს უსაფუძვლოდ დაკავებული ყველა პირი, შეჩერდეს რეპრესიული კანონები, გაიმართოს კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან და დაიწყოს არსებითი დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და ყველა პოლიტიკურ აქტორთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული კრიზისიდან“.
ფორუმი