Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„ქართული ოცნება“ აფართოებს დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატს

„ქართული ოცნება“ აფართოებს დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატს


მამუკა მდინარაძის თქმით, საგამოძიებო კომისია შეისწავლის 2003 წლიდან დღემდე პერიოდში ჩადენილ „ანტისახელმწიფოებრივ“ ქმედებებს.
მამუკა მდინარაძის თქმით, საგამოძიებო კომისია შეისწავლის 2003 წლიდან დღემდე პერიოდში ჩადენილ „ანტისახელმწიფოებრივ“ ქმედებებს.

„ქართული ოცნება“ პარლამენტში მათ მიერვე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატს აფართოებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კომისიის საქმიანობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის (2003-2012 წელი) პერიოდით.

„მუდმივად არიან დაკავებულები მცდელობებით, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება და სხვა ფორმებით დაუპირისპირდნენ საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს. ერთი სიტყვით, 2012 წლის შემდგომაც მათ აქვთ ჩადენილი უამრავი ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც შესაბამის სამართლებრივ შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს“, - თქვა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ მიერ 5 თებერვალს კომისიისთვის განსაზღვრული მანდატით, შესასწავლი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებში ყოფნის პერიოდი. უფრო ზუსტად:

  • საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეები;
  • ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევები;
  • კორუფციასა და ბიზნესზე ზეწოლა, მედიასაშუალებების მისაკუთრება;
  • 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარება“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება“.

კომისიის შესახებ

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემსწავლელი კომისიის შექმნაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 9 იანვარს ისაუბრა.

კომისია სამი თვის ვადით 5 თებერვალს შეიქმნა, რასაც მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 83-მა წარმომადგენელმა. კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს:

„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG