Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
"ადამიანების დახმარება როგორ შეიძლება იყოს დანაშაული" - დომენიკ მანგო დაუსწრებლად პატიმრობის მისჯაზე

"ადამიანების დახმარება როგორ შეიძლება იყოს დანაშაული" - დომენიკ მანგო დაუსწრებლად პატიმრობის მისჯაზე


კუკური ბარამიძე (დომენიკ მანგო). უკრაინა. 2022 წლის მარტი
კუკური ბარამიძე (დომენიკ მანგო). უკრაინა. 2022 წლის მარტი

აქტივისტი და ბლოგერი დომენიკ მანგო (კუკური ბარამიძე) ეხმაურება რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის ე.წ. დნრ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის სისხლის სამართლის საქმეზე დაუსწრებლად პატიმრობის მისჯაზე.

როგორც რუსეთის გენერალური პროკურატურის ვებგვერდზეა აღნიშნული, ბარამიძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული ჯარისკაცის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).

"ეს ნიუსი რომ ვნახე, გამეცინა, - ამბობს ბლოგერი "ტვ პირველთან" საუბარში, - დანაშაული საერთოდ რაშია? ომის დაწყებიდან მეექვსე დღეს, შოკში მყოფ ქალებს და ბავშვებს, რომლებმაც არ იცოდნენ სად წასულიყვნენ და ველოსიპედებზე მსხდომი ბავშვები რომ იბომბებოდნენ, ამ ადამიანების დახმარება როგორ შეიძლება იყოს დანაშაული?!" - ამბობს ის.

დომენკ მანგოს განმარტებით, "რუსეთისთვის არ არსებობს საერთოდ სამართალი", შესაბამისად მასზე ეს გადაწყვეტილება "ემოციურად არ მოქმედებს".

"თუკი ვინმე მოხვდება მათ სიაში და მიესჯება შვიდი წელი სისხლის სამართლის საქმეზე, ვულოცავ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ გავა დრო და დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს".

რაც შეეხება "გასამრჯელოს", რომლის შესახებაც საუბარია ბრალდებაში, დომენიკ მანგოს თქმით, მას "ფულთან საერთოდ შეხება არ ჰქონია", იყო მოხალისე და "რაიმეს გადახდაზე საუბარი რომც ყოფილიყო, ამაზეც აუცილებლად უარს" იტყოდა.

„ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმეს კვლა, ეს ჩემს რელიგიურ და ადამიანურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, ჩემი მიზანი იყო ადამიანების დახმარება“, - ამბობს დომენიკ მანგო.

დომენიკ მანგო უკრაინაში გაემგზავრა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე და საუბრობდა უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ.

გასული წლის თებერვალში გამოცემა "მედიაზონამ" გამოაქვეყნა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა ქვეყნის ძებნილი მოქალაქეების სია - მათ რუსეთი „უცხოელი დაქირავებულების“ სტატუსით ეძებდა. აქედან ყველაზე დიდი ჯგუფი, 100 ძებნილი, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, მათ შორის ნახსენები იყო აქტივისტი და ბლოგერი დომენიკ მანგოც.


ფორუმი

XS
SM
MD
LG