Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთის ბელგოროდის ოლქში მოსახლეობა ევაკუაციის პრობლემებზე ჩივის

რუსეთის ბელგოროდის ოლქში მოსახლეობა ევაკუაციის პრობლემებზე ჩივის


სროლის შედეგად დანგრეული სახლი ბელგოროდის ოლქში. 2024 წლის 15 ივლისი
სროლის შედეგად დანგრეული სახლი ბელგოროდის ოლქში. 2024 წლის 15 ივლისი

რუსეთის ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟსკისა და რაკიტიანსკის რაიონებიდან ხალხი ევაკუაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ჩივის - ამ ინფორმაციას ავრცელებს ტელეგრამის არხი "პეპელ ბელგოროდი".

ცნობების თანახმად, კრასნოიარუჟსკის რაიონში ხალხს ესაჭიროება საკვები პროდუქტები და ცხოველების საჭმელი, თუმცა ვერ უკავშირდებიან სატელეფონო ნომერს, რომელსაც "ცხელი ხაზი" გასცემს. ამავდროულად, ინტერნეტით ვრცელდება, რომ რაიონულმა ადმინისტრაციამ ცხოველების საკვები შეისყიდა და 21 მარტს ადგილზე ჩაიტანს.

მეზობელ რაკიტიანსკის რაიონში ხალხი ევაკუაციას ითხოვს. "პეპელ ბელგოროდი" წერს, რომ ჩინოვნიკები ხალხს უარს ეუბნებიან ევაკუაციაზე, რადგან მათი რაიონი არ ეკუთვნის სასაზღვრო სივრცეს. მოსახლეობა იუწყება, რომ დასახლებულ პუნქტებში არ არის ელექტროენერგია, წყალი და საკომუნიკაციო კავშირი.

რუსი ომის მომხრე ბლოგერები წერენ, რომ ბელგოროდის კრასნოიარუჟსკის რაიონში მიმდინარეობს უკრაინის ძალების შეტევა. ტელეგრამის არხი "რიბარი" წერს, რომ საბრძოლო მოქმედებების იზოლირების მიზნით, უკრაინის ავიაციამ სოფელ გრაფოვკაში ხიდი გაანადგურა.

ეს ცნობები ოფიციალურად დადასტურებული არ არის. უკრაინას განცხადება არ გაუვრცელებია თავისი ძალების შესაძლო გარღვევაზე ბელგოროდის ოლქში. საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას ინფორმაციის ოპერატიული დადასტურება შეუძლებელია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG