Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი დუტერტე დააკავეს

ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი დუტერტე დააკავეს


ფოტო არქივიდან: რობერტო დეტერტე
ფოტო არქივიდან: რობერტო დეტერტე

კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე დააკავეს. ამის შესახებ Manila Bulletin-ი ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით იტყობინება.

დუტერტე 11 მარტის დილით დააკავეს მანილას აეროპორტში, სადაც ის რომელიც ჰონგ კონგიდან ჩაფრინდა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე, განაცხადეს ფილიპინების პრეზიდენტის ოფისში. დაკავების ორდერის ოფიციალური ასლი მიიღო ინტერპოლმა მანილაში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 79 წლის როდრიგო დუტერტეს და სხვების სავარაუდო დანაშაულებს იძიებს, სასიკვდილო განაჩენებთან და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევასთან მათ კავშირზე, "ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლის" ფარგლებში.

ფილიპინელი უფლებადამცველები ყოფილ პრეზიდენტს 6000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილში ადანაშაულებენ. პოლიტიკოსი ღიად მოუწოდებდა ნარკორეალიზატორებისა და ნარკომომხმარებლების მიმართ ძალადობისკენ და ამბობდა, რომ პირადად სამი ნარკორეალიზატორი ჰყავს მოკლული.

როდრიგო დუტერტე ფილიპინების პრეზიდენტი იყო 2016 წლიდან 2022 წლამდე. მისი ქალიშვილი, სარა დუტერტე-კარპიო, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა თებერვალში იმპიჩმენტი გამოუცხადეს.

როდრიგო დუტერტეს პრეზიდენტობის პერიოდში ფილიპინებმა დატოვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG