Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
IISS-ის ექსპერტი: უკრაინას ყველაზე მეტად დააკლდება Patriot-ები და აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები

IISS-ის ექსპერტი: უკრაინას ყველაზე მეტად დააკლდება Patriot-ები და აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები


სარაკეტო სისტემა Patriot. კონსტანცა, რუმინეთი, 9 ივნისი, 2022.
სარაკეტო სისტემა Patriot. კონსტანცა, რუმინეთი, 9 ივნისი, 2022.

ლონდონის სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) ექსპერტმა ბენ ბარიმ BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესაძლო შედეგებზე.

ბარის თქმით, უკრაინა იგრძნობს ამერიკული სადაზვერვო მონაცემებისა და ზოგიერთი სახეობის რაკეტების დეფიციტს.

„დაზვერვა აშშ-ის, ბრიტანეთისა და დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარების საკვანძო მნიშვნელობის ნაწილი იყო. მაგრამ აშშ დაზვერვაში მსოფლიო ზესახელმწიფოა და ვერც ბრიტანელები და ვერც სხვა ევროპული ქვეყნები ვერ ამოავსებენ დეფიციტს აშშ-ის უზარმაზარ სადაზვერვო აქტივებში,“ თქვა ბენ ბარიმ.

„ვფიქრობ, სამხედრო პოტენციალის თვალსაზრისით, უკრაინას ყველაზე მეტად შეაწუხებს პაუზა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot-ის მიწოდებაში, რომელსაც უნიკალური უნარი აქვს, დაიჭიროს მომავალი ბალისტიკური რაკეტები და ამ თვალსაზრისით მეტი შესაძლებლობები აქვს ყველაფერთან შედარებით, რაც ევროპას მოეპოვება“.

BBC-ის რესპონდენტის თქმით, ორი დანარჩენი პოტენციალია შორსმსროლელი არტილერ

ია და მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები. ევროპას არც მათი მიწოდება არ შეუძლია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG