Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მეტეხის ხიდიდან მანქანა მტკვარში გადავარდა

მეტეხის ხიდიდან მანქანა მტკვარში გადავარდა


მეტეხის ხიდიდან მანქანა მტკვარში გადავარდა
მეტეხის ხიდიდან მანქანა მტკვარში გადავარდა

დღეს, 4 მარტს, თბილისში, მეტეხის ხიდიდან ავტომობილი მტკვარში გადავარდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მაშველები მუშაობენ და ჯერჯერობით უცნობია დეტალები - მათ შორის, რამდენი ადამიანი იჯდა ავტომობილში და არის თუ არა მსხვერპლი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“ გულისხმობს.

სხვა დეტალები კვლავ უცნობია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG