Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთმა იერიში მიიტანა ოდესაზე. დაზარალდნენ ადამიანები, დაზიანებულია საპორტო ინფრასტრუქტურა და ევროპული კომპანიის ხომალდი

რუსეთმა იერიში მიიტანა ოდესაზე. დაზარალდნენ ადამიანები, დაზიანებულია საპორტო ინფრასტრუქტურა და ევროპული კომპანიის ხომალდი


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის ერთ-ერთი ბოლო შეტევის შედეგი ოდესის პორტში
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის ერთ-ერთი ბოლო შეტევის შედეგი ოდესის პორტში

1 მარტს რუსმა სამხედროებმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს ოდესას, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, განაცხადა სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა.

"თავდასხმის შედეგად, დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო გემი, რომელიც პანამის რესპუბლიკის დროშის ქვეშ დაცურავდა. იგი ეკუთვნოდა ევროპულ კომპანიას. დაშავდა ორი კაცი, პორტის თანამშრომლები", - წერს კიპერი სოციალურ ქსელ "ტელეგრამში".

რუსეთის არმია დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით ბოლო ხანს რეგულარულად ახორციელებს იერიშებს ოდესის საპორტო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

31 იანვარს რუსეთმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესაზე. ოფიციალური ცნობებით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა იუნესკოს მფარველობაში არსებული ოთხი მუზეუმი, ფილარმონია და ისტორიული სასტუმრო „ბრისტოლი“, რომელიც XIX საუკუნეში აშენდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG