Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუმინეთში მრავალათასიანი ანტისამთავრობო მიტინგი გაიმართა

რუმინეთში მრავალათასიანი ანტისამთავრობო მიტინგი გაიმართა


ანტისამთავრობო მიტინგის მონაწილე კალინ ჯორჯესკუს პორტრეტით
ანტისამთავრობო მიტინგის მონაწილე კალინ ჯორჯესკუს პორტრეტით

ბუქარესტში, შაბათს ათიათასობით ადამიანმა მოითხოვა რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მარჩელ ჩოლაკუს გადადგომა ქალაქის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე. აქციას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ ესწრებოდა, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ჟორჯესკუმ მოითხოვა, რომ მას მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს.

გასული წლის ნოემბრის ბოლოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კალინ ჯორჯესკუმ პირველი ადგილი დაიკავა. მაგრამ ეს შედეგი საკონსტიტუციო სასამართლომ სპეცსამსახურების თხოვნით გააუქმა, რომელმაც განაცხადა, რომ გამარჯვებულ კანდიდატს შეეძლო რუსეთის მხრიდან უკანონო მხარდაჭერა გამოეყენებინა.

რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის ცნობით, მიტინგში მონაწილეობდა დაახლოებით 30 ათასი ადამიანი. ორგანიზატორი იყო მემარჯვენე-რადიკალური "ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის", რომელმაც 2024 წლის 1 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 9% მიიღო. ხოლო პრემიერ-მინისტრ ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა ხმათა 22%-ით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG