Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა


საილუსტრაციო ფოტო: შაბათს, 1 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთში ჩავიდა
საილუსტრაციო ფოტო: შაბათს, 1 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთში ჩავიდა

შაბათს, 1 მარტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ინფორმაციას და ზელენსკის ჩასვლის ამსახველ ფოტოს სტანსტედის აეროპორტიდან ავრცელებს არაერთი ბრიტანული გამოცემა, მათ შორის BBC, Sky News-ი და The Guardian-ი. მედიის თანახმად, 2 მარტს ზელენსკი ბრიტანეთში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ ევროპის ლიდერთა სამიტში, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის მიერ არის ორგანიზებული.

„გარდიანის“ თანახმად, დაგეგმილი ღონისძიების წინ სტარმერი მოლაპარაკებებს გამართავს ზელენსკისთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან.

28 თებერვალს მელონიმ განაცხადა, რომ იტალია თავის პარტნიორებს შესთავაზებს აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს და მოკავშირეებს შორის სამიტის დაუყოვნებლივ გამართვას, რათა განხილულ იქნეს „დღევანდელობის დიდი გამოწვევები, დაწყებული უკრაინით“.

ცნობილია, რომ სტარმერი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს თეთრ სახლში წინა დღეს მომხდარი შელაპარაკების შემდეგ და დაადასტურა, რომ ის ზელენსკის „ელოდებოდა ლონდონის სამიტზე“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG