Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ზელენსკი Fox News-თან: შელაპარაკება ორივე მხარისთვის ცუდი იყო

ზელენსკი Fox News-თან: შელაპარაკება ორივე მხარისთვის ცუდი იყო


ვოლოდიმირ ზელენსკი Fox News-ის სტუდიაში, 2025 წლის 28 თებერვალი
ვოლოდიმირ ზელენსკი Fox News-ის სტუდიაში, 2025 წლის 28 თებერვალი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია Fox News-ს.

ტრამპმა ზელენსკი ღიად დაადანაშაულა "უმადურობაში", მოგვიანებით ბრალი დასდო იმაში, რომ იგი "მშვიდობისთვის მზად არ არის" და შეერთებული შტატების მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა "სანუკვარ ოვალურ ოფისში".

ინტერვიუს მსვლელობისას ზელენსკიმ ბოდიში არ მოიხადა ამ კონფლიქტის გამო, თუმცა თქვა, დარწმუნებული ვარ ეს ურთიერთობა შესაძლებელია გადარჩესო.

"ეს ურთიერთობა სცდება ორ პრეზიდენტს. ეს ისტორიული ურთიერთობაა, ძლიერი კავშირები ჩვენს ხალხებს შორის. და ამიტომაც მე ყოველთვის ვიწყებ... თქვენი ხალხისთვის მადლობის გადახდით ჩვენი ხალხისგან", - უთხრა ზელენსკიმ Fox News-ს.

"რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ პრეზიდენტის და, რა თქმა უნდა, კონგრესის. მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, თქვენი ხალხის... ჩვენ ისე ძალიან გვინდოდა გვქონოდა ეს ძლიერი კავშირები... ჩვენ ეს გვექნება", - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ის არაა დარწმუნებული, რომ "რაღაც ცუდი" გააკეთა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი აღიარებს, რომ შელაპარაკება "ორივე მხარისთვის ცუდი იყო".

ოვალურ ოფისში მომხდარ კონფლიქტს მოჰყვა გაუქმებული პრესკონფერენცია, გაუფორმებელი შეთანხმება უკრაინის მინერალურ რესურსებზე და, როგორც ტელეკომპანია Fox News-ი თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტისთვის ნათქვამი სიტყვები, რომ მას თეთრი სახლი უნდა დაეტოვებინა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG