Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გომელაურმა და ჩიქოვანმა გურიაში „ვითარების მონიტორინგი ვერტმფრენიდან განახორციელეს“

გომელაურმა და ჩიქოვანმა გურიაში „ვითარების მონიტორინგი ვერტმფრენიდან განახორციელეს“


ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

„ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, სტიქიის ერთ-ერთ ზონაში, გურიის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში, „არსებული ვითარების მონიტორინგი ვერტმფრენიდან განახორციელეს“. 

შსს-ს პრესსამსახურის გავრცელებული ფოტომასალიდან ირკვევა, რომ ვერტმფრენში ამ დროს კიდევ ცხრა ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, უწყების პრესსამსახურის უფროსი, ფოტოგრაფი, ოპერატორი და ოზურგეთის მერი.

შსს-ს პრესსამსახურის გავრცელებული ფოტო
შსს-ს პრესსამსახურის გავრცელებული ფოტო

„[მათ] გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში, არსებული ვითარების მონიტორინგი ვერტმფრენიდან განახორციელეს...

ვერტმფრენი, საჭიროებისამებრ სამაშველო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვების მიწოდებას“, - წერია შსს-ს განცხადებაში.

რადიო თავისუფლებამ ამავე უწყების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იკითხა, რამდენი ვერტმფრენია ღონისძიებაში ჩართული და რისი გაკეთება შეძლო სამაშველო სამსახურმა მათი მონაწილეობით. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 23 თებერვლიდან მოსული დიდი ნალექის გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. მოსახლეობის ნაწილი პირველადი საჭიროებების გარეშეა დარჩენილი.

ლევან ჟორჟოლიანის ცნობით, მაგისტრალების ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია, „რაც შეეხება შიდა საუბნო გზებს, ეს არის შიდა სოფლის გზები, აქ მუშაობა ძალიან რთულია“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG