Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უამინდობის გამო 27 თებერვალს მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება - საქართველოს რკინიგზა

უამინდობის გამო 27 თებერვალს მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება - საქართველოს რკინიგზა


საილუსტრაციო ფოტო: საქართველოს რკინიგზა
საილუსტრაციო ფოტო: საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, უამინდობის და დიდთოვლობის გამო, 27 თებერვალს მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება, კერძოდ:

  • N802/80, თბილისი-ბათუმი;
  • N804/803, თბილისი-ბათუმი;
  • N870/869, თბილისი-ზუგდიდი;
  • N874-873, თბილისი-ფოთი;
  • N618/617, თბილისი-ბორჯომი;
  • N686/685, თბილისი-ბორჯომი;

კომპანია აცხადებს, რომ მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.

მათივე ინფორმაციით, რეისები აღდგება მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე.

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა უკვე ერთი კვირაა, გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ვითარება დღითიდღე მძიმდება: არის ცნობები მსხვერპლის შესახებ, არაერთი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, დანგრეული და დაზიანებულია შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება და მოსახლეობის ნაწილს საკვების მარაგი ამოეწურა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG