Accessibility links

საქართველო
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
დიდთოვლობა გურიასა და აჭარაში - განახლებადი
დიდთოვლობა გურიასა და აჭარაში - განახლებადი

დიდთოვლობა საქართველოს რეგიონებში - ლაივბლოგი

🔸სოფელ კონჭკათში სახურავის გაწმენდისას შუახნის მამაკაცი დაიღუპა. შრომაში ახალგაზრდა კაცი დაშავდა. 🔸აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის მაღალმთიანი სოფლების დიდი ნაწილი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. 🔸გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უამინდობა 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

23:57 3.3.2025

25 თებერვალს მოხალისეების ჯგუფებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კინტრიშის ნაკრძალში დიდთოვლობის გამო საგუშაგოში ჩარჩა 58 წლის რეინჯერი გენო გოგიტიძე, რომელსაც ტელეფონზეც კი ვეღარ ურეკავდნენ.

რეინჯერი სოფელ ცხემვანაში 10 დღის განმავლობაში იყო გარესამყაროს მოწყვეტილი, მისი გამოყვანა მთამსვლელებმა, რომლებიც მოხალისე მაშველების სტატუსით ეხმარებოდნენ ადამიანებს გურიასა და აჭარაში, მხოლოდ 1 მარტს შეძლეს.

18:08 1.3.2025

17:14 1.3.2025

„დედას ინფარქტი აქვს, უგონო მდგომარეობაშია, ორი დღე დასახმარებლად ვერ მოვიდნენ” ... „სახურავი ჩამოინგრა, მეუღლე ვერ დადის, ვერ ვტოვებთ სახლს”... „4 ძაღლი მყავს, ჩემს საკვებს ვაჭმევ, არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს გვეყოფა”... „მეუღლე სახურავს წმენდდა, ჩამოვარდა, ფეხი მოიტეხა, ვერ მიმყავს ექიმთან”.

ეს მხოლოდ რამდენიმე ამბავია იმერეთში დიდთოვლობის გამო გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში მცხოვრებთა მძიმე ყოფიდან. ხალხი დახმარებას ისევ ითხოვს და ისევ ელოდება.

22:00 28.2.2025

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში, როდესაც ყინვა გადაივლის, თოვლის დნობას წყალდიდობა და მეწყრები მოჰყვება.

განსაკუთრებით საშიშია გურია, სადაც ჯერ კიდევ 2023 წელს, 8 სექტემბერს სტიქიამ მსხვერპლიც კი გამოიწვია. მაშინ 846 სახლი გეოლოგებმა საცხოვრებლად უვარგისად მიიჩნიეს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG