Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია მდიდარ უცხოელებს „ოქროს ბარათს“ შესთავაზებს

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია მდიდარ უცხოელებს „ოქროს ბარათს“ შესთავაზებს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდიდარ უცხოელებს შესთავაზებს „ოქროს ბარათს“, რომელიც ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემს და გზას გაუხსნის მოქალაქეობის მისაღებად.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25 თებერვალს თეთრ სახლში ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ოქროს ბარათი“ დაახლოებით 5 მილიონი დოლარი ეღირება. პროგრამა, სავარაუდოდ, ორ კვირაში ამოქმედდება.

ტრამპის თქმით, ამ ბარათების მფლობელი მდიდარი და წარმატებული ხალხი აშშ-ში ბევრ ფულს დახარჯავს და დიდ გადასახადებს გადაიხდის.

შეკითხვას, შეძლებენ თუ არა „ოქროს ბარათების“ შეძენას რუსი ოლიგარქები, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს შესაძლებელია და იცნობს რამდენიმე რუს ოლიგარქს, რომლებიც მშვენიერი ხალხია.

აშშ-ის ვაჭრობის მინისტრ ჰოვარდ ლატნიკის ინფორმაციით, „ოქროს ბარათი“ შეცვლის იმიგრანტი ინვესტორებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამით დადგენილ ვიზას(EB-5). მინისტრის ინფორმაციით, „ოქროს ბარათის“ შეძენის მსურველებს შესაბამისი შემოწმების გავლა მოუწევთ.

ლატნიკის განმარტებით, „ოქროს ბარათი“ ფაქტობრივად, უკვე არსებული „მწვანე ბარათია“, რომლის მფლობელებს აშშ-ში ცხოვრების და მუშაობის უფლება აქვთ.

უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად კონგრესის მიერ 1990 წელს დაკანონებული EB-5, რომლის მოქმედების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა, აშშ-ში ცხოვრებისა და საქმიანობის უფლებას აძლევს უცხოელებს, რომლებიც, სულ მცირე, მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ და მინიმუმ ათ ადამიანს დაასაქმებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG