Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ზელენსკიმ პატივი მიაგო "ზეციური ასეულის" ხსოვნას

ზელენსკიმ პატივი მიაგო "ზეციური ასეულის" ხსოვნას


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა პატივს მიაგებენ უკრაინის "ღირსების რევოლუციის" დროს დაღუპულთა ხსოვნას.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა პატივს მიაგებენ უკრაინის "ღირსების რევოლუციის" დროს დაღუპულთა ხსოვნას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ 20 თებერვალს ლამპრები დაანთეს კიევის ცენტრში, „ზეციური ასეულის ხეივანში“ აღმართულ ჯვართან.

"ეს ჯვარი აღიმართა 2014 წლის მარტში "ღირსების რევოლუციის" მონაწილეთა მასობრივი დახვრეტის ადგილზე. პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ასევე მიაგეს პატივის "ზეციური ასეულის" დაღუპულ გმირთა ხსოვნას", - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში.

2014 წლის 18 თებერვალს კიევში ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებსა და სამთავრობო უშიშროების ძალებს შორის შეტაკება მოხდა კიევის დამოუკიდებლობის მოედნის, „ევრომაიდნის“, მახლობლად. თვითმხილველთა თანახმად, გამოყენებულ იქნა საბრძოლო ტყვიები. თებერვლის მოვლენების დროს დაიღუპა ასზე მეტი აქტივისტი, „ზეციური ასეული“, როგორც მათ ხალხმა უწოდა.


რამდენიმე დღის შემდეგ უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, რუსეთში გაიქცა. უკრაინის სასამართლომ 2019 წლის იანვარში იანუკოვიჩს დაუსწრებლად მიუსაჯა 13-წლიანი პატიმრობა უმძიმესი ბრალდებებით, როგორებიცაა: სახელმწიფოს ღალატი, უკრაინის საზღვრების შეცვლის მცდელობა და ომის წარმოებისა და აგრეთვე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის ხელის შეწყობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG