Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ფრანგი მინისტრის თქმით, მაკრონი 17 თებერვალს უკრაინაში ევროპელი ლიდერების შეხვედრას უმასპინძლებს

ფრანგი მინისტრის თქმით, მაკრონი 17 თებერვალს უკრაინაში ევროპელი ლიდერების შეხვედრას უმასპინძლებს


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. 15 თებერვალი, 2025 წელი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. 15 თებერვალი, 2025 წელი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 17 თებერვალს უმასპინძლებს ევროპელი ლიდერების შეხვედრას, რათა განიხილონ სიტუაცია უკრაინაში, განუცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ 16 თებერვალს რადიო France Inter-ს.

ბარომ ეს თქვა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კით კელოგმა განაცხადა, რომ ევროპას არ ექნება ადგილი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკების მაგიდასთან.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები - მაღალი რანგის მოხელეები - რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას საუდის არაბეთში მომავალ დღეებში დაიწყებენ, განაცხადა აშშ-ის კანონმდებელმა მიუნხენში.

ხუთი ევროპელი დიპლომატის თქმით, საფრანგეთის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, იტალია, ესპანეთი და დანია, რომელიც წარმოადგენს ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG