Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო“

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო“


ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე (ივანიშვილი)
ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე (ივანიშვილი)

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები მწუხარებას გამოთქვამენ ბათუმში 3 და 6 წლის ბავშვების დაღუპვის გამო.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროს განსაკუთრებით რთულია სიტყვების პოვნა ოჯახების სანუგეშოდ, ვინაიდან ენით აღუწერელია ტკივილი, რასაც ისინი განიცდიან. მთელი გულით ვუსამძიმრებთ და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული პატარების ოჯახებს, ახლობლებს, მთლიანად აჭარის რეგიონს და ამ დიდი ტრაგედიით შეძრულ ჩვენს საზოგადოებას“, – ნათქვამია ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილების განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

ბათუმში 15 თებერვალს მომხდარ უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვები ჩაცვივდნენ კუსტარულად გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში, რომელიც წყლით იყო სავსე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG