Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ევროინტეგრაციის კომიტეტმა მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა - რა წერია მასში

ევროინტეგრაციის კომიტეტმა მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა - რა წერია მასში


ევროინტეგრაციის კომიტეტი
ევროინტეგრაციის კომიტეტი

სადავო პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. კომიტეტის სხდომა დღეს, 12 თებერვალს გაიმართა. "ქართული ოცნების" პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი და არასამთავრობოები, ასევე კითხვები აქვთ პარტნიორებსაც.

კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა თქვა, რომ სამოქმედო გეგმას ექნება რამდენიმე სტრატეგიული მიზანი. მათ შორის:

  • ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება და ასოცირების შეთანხმებაში არსებული ვალდებულებების შესრულება;
  • ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა;
  • ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგი;
  • „საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ“ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება;
  • ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საერთაშორისო საპარლამენტო ღონისძიებებში მონაწილეობა.

ევროინტეგრაციის კომიტეტის წევრები არიან ლევან მახაშვილი (თავმჯდომარე), ვახტანგ თურნავა, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ხახუბია, ეკა სეფაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და ლიკა შარტავა.

ბოლო თვეების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. სწორედ ამიტომ საქართველოში არ წყდება მრავალრიცხოვანი აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. დემონსტრაციების საპასუხოდ, „ქართულმა ოცნებამ“ გაამკაცრა კანონები: გაზრდა ჯარიმები, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა და მნიშვნელოვნად შეზღუდა აქციის მონაწილეთა უფლებები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG