Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კიევზე სარაკეტო შეტევა იყო, არის მსხვერპლი

კიევზე სარაკეტო შეტევა იყო, არის მსხვერპლი


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. კიევზე სარაკეტო შეტევა იყო 2025 წლის 18 იანვარსაც.
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. კიევზე სარაკეტო შეტევა იყო 2025 წლის 18 იანვარსაც.

სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ობოლონსკის რაიონში ერთი დაღუპულის გარდა, სულ მცირე, სამი დაშავებულიცაა, მათ შორის ბავშვი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევებმა სახლები და სხვა შენობები დააზიანა და ხანძრები გამოიწვია კიევის ოთხ რაიონში.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ინფორმაციით, ბალისტიკური რაკეტებით შეტევის საფრთხის გამო კიევში საჰაერო განგაში 12 თებერვალს, 04:27 საათზე გამოცხადდა, რასაც მალევე მოჰყვა აფეთქებები.

რაკეტებით შეტევასთან ერთად დრონებით თავდასხმა იყო კიევის ოლქის რაიონებზე. ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიკოლა კალაშნიკი იუწყება.

მისი ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული დრონების ნამსხვრევებმა ბორისპოლის რაიონში 9 კერძო სახლი დააზიანა, ობუხოვის რაიონში კი ხანძარი გაჩნდა რამდენიმე არასაცხოვრებელ შენობაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG